ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„რედიქსის" ველნესცენტრის „კლუბი 71" პერსონალი მერიის დასაქმების ბაზიდან შეირჩევა
28/03/2012

პრესრელიზი

28 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მზია შარაშიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ.: +995 32 220 11 22 / Ext.503
მობ.: +995 577 22 27 27
mailto:mzia.sharashidze@redix.gewww.redix.ge
www.redix.ge

„რედიქსის" ველნესცენტრის „კლუბი 71" პერსონალი  მერიის დასაქმების ბაზიდან შეირჩევა

[PUBLICITY.GE] თბილისი,  28 მარტი, 2012 - თბილისში ახალი ველნესცენტრი - „კლუბი 71" იხსნება, რომელიც კომპანია „რედიქსის" მართვის ქვეშ არსებული ობიექტია. „კლუბი 71" ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ყველა მომსახურებას გააერთიანებს. ველნესცენტრის პერსონალი მერიის დასაქმების პროგრამის ბაზიდან შეირჩევა. თანამშრომლობის მემორანდუმი ქ. თბილისის მერიასა და „კლუბ 71"-ს შორის ხუთშაბათს, 29 მარტს, 13:00 საათზე, „რედიქსის" სათავო ოფისში გაფორმდება (მისამართი: ვაჟა-ფშაველას #71). მიმდინარე მშენებლობის დათვალიერების შემდეგ კომპანია „რედიქსის" გენერალური დირექტორი ბ-ნი ლაშა პაპაშვილი და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი ბ-ნი ავთანდილ ფავლენიშვილი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ველნესცენტრი „კლუბი 71" მდებარეობს „რედიქსის" კომპლექსში BCV  - „ბიზნესცენტრი ვაჟაზე" (ვაჟა-ფშაველას გამზ. #71). ოფიციალური გახსნა მაისში იგეგმება. ამჟამად შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „კლუბი 71" ოთხსართულიანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, სადაც თავმოყრილია საცურაო აუზი, სპაცენტრი სარელაქსაციო და სამასაჟე ზონებით, თერმული აბაზანებითა და საუნებით, უახლესი ტრენაჟორებითა და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესდარბაზი და საცოცი კედელი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის. ამასთანავე, სპაცენტრში განთავსდება აუზი და გასართობი ზონა ბავშვებისთვის, სპორტული მაღაზია, სილამაზის სალონი, ბარი, ლაუნჯი და ბისტრო, სადაც მომხმარებელს ნატურალურ წვენებსა და ჯანსაღ საკვებს შესთავაზებენ.

ველნესცენტრ „კლუბი 71"-ის კონსულტანტია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სპა სექტორში THERMARIVM (ავსტრია) http://www.thermarium.com/. მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა ველნესცენტრის პროექტირება, მომსახურების ტიპების განსაზღვრა, პროცედურებისა და სერვისის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამება. „კლუბი 71"-ის მომსახურე პერსონალს ტრენინგებს ავსტრიელი პროფესიონალები ჩაუტარებენ.

„ველნესცენტრი „კლუბი 71" გამორჩეული კომპლექსია, რადგან აქ გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც მომხმარებელს დაძაბული ცხოვრების რიტმისგან თავის დაღწევასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში დაეხმარება. მეტად მნიშვნელოვანია მემორანდუმის გაფორმება ქ. თბილისის მერიასთან, რის შედეგადაც კომპლექსში 30 თანამშრომლის დასაქმებას შევძლებთ. გარდა ამისა, ვფიქრობ, „კლუბი 71"-ის გახსნა დადებითად აისახება საბურთალოს რაიონის ამ მონაკვეთის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ჩვენს კომპლექსში „ბიზნესცენტრი ვაჟაზე" უკვე ფუნქციონირებს ევროპული ტიპის ბისტრო „რედ კაფე", საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, ბანკი. მაისიდან კი ამ სიას ველნესცენტრიც შეემატება" - აცხადებს კომპანია „რედიქსის" გენერალური დირექტორი ბ-ნი ლაშა პაპაშვილი.

 

წაკითხულია: 6593